ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა დღესაც ბოლოდროინდელი ფარული ჩანაწერები და მათი სავარაუდო ფიგურანტები იყო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებზე გამოძიების შემდეგაც დარჩება კითხვები, მან პასუხი კანონის სიმკაცრით უნდა აგოს.

ყოფილი პრემიერისთვის არადამაჯერებელია ჩანაწერებზე ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განმარტებებიც. ირკვევა, რომ მმართველი პარტიის ლიდერს სპორტის ყოფილი მინისტრის მიმართ პრეტენზიები აქვს.

თითქმის ორსაათიანი ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზეც ისაუბრა და პრაქტიკულად უმოქმედო მმართველი პარტიის ახალი ხალხით შევსების პირობა დადო.