თბილისის პროკურატურაში ლევან ყიფიანის გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა

13:10, 10.10.2018

ლევან ყიფიანის გამოკითხვა თბილისის  პროკურატურაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. სპორტის ყოფილი მინისტრი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო უწყებაში დამატებით შეკითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა.

პროკურატურის დატოვების შემდეგ, ყიფიანმა მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ  დეტალებზე დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. ამ ეტაპისთვის ჩანაწერებში, სავარაუდოდ, მონაწილე პირების ნაწილი უკვე გამოკითხულია, მათ შორის „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები და თანამშრომლები, ასევე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

მსგავსი