გადავადდება თუ არა სურსათის შეფუთვის ახალი რეგულაცია წლის ბოლომდე – ეს ბიზნესსექტორის მოთხოვნაა.
საკითხზე დღეს ბიზნესომბუდსმენთან შეხევდრაზე იმსჯელეს. ახალი რეგლამენტის მიხედვით, სურსათის შეფუთვის მინიმალისტური წარწერა გაზრდილი შრიფტით და დამატებითი ინფორმაციით შეიცვლება. სავალდებულო ხდება პროდუქტში შემავალი ყველა მინერალის და ვიტამინის რაოდენობის მითითება. თუ პროდუქტი ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევია, ასეთი ინფორმაციის დამატება ეტიკეტზე მწარმოებელს სპეციალური შრიფტით და ფერით მოუწევს.
ახალ რეგულაციებზე გადასაწყობად ბიზნესი უკვე ემზადებოდა, შესაბამისი ეტიკეტებიც დაბეჭდეს, თუმცა მათი განმარტებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დადგენილებაში ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით ცვლილება შეიტანა, რამაც ბიზნესის უკმაყოფილება გამოიწვია.
კონკრეტულად რა შენიშვნები აქვს ბიზნესს და რატომ ითხოვენ ისინი ამ წესის კიდევ ერთხელ გადავადებას, – დეტალები მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტში.