შეხვედრა ბიზნესოპერატორებთან

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბაკურიანში, სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გააქტიურებული ტურისტული სეზონის პირობებში უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად იყოს დაცული სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები. საინფორმაციო შეხვედრა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში გაიმართა.