სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე

12:33, 07.06.2023

სურსათის მსოფლიო დღე ღონისძიებებით აღინიშნება საქართველოში – რიყის პარკში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. წარმოდგენილია სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღჭურვილობა. სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები ჩატარდება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. წლევანდელი გზავნილია „სურსათის სტანდარტები სიცოცხლის დასაცავად“.

მსგავსი