ბიზნეს სახლის მშენებლობა

პროექტი, რომელიც ბიზნესმენებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას გაამარტივებს.

საბანკო და ნოტარიული მომსახურება, ლიცენზიები და ნებართვები. ყველა ამ სერვისის მიღება კერძო სექტორს ახალ სივრცეში შეეძლება. ბიზნეს სახლი, რომლის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადადის, 60-მდე სახელმწიფო უწყებას გააერთიანებს. ინოვაციური პროექტი, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთი იქნება, მომხმარებელს უკვე 2020 წლიდან მიიღებს.

მარიამ ბერძენიშვილმა დაათვალიერა სამშენებლო პროცესი.