იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა. დევნილთა სააგენტო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს. ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.