დევნილების ბინებით დაკმაყოფილების ახალი ეტაპი დაიწყო.
2022-25 წლებში საცხოვრებელ ფართებს 13 000-მდე ოჯახი მიიღებს. კორპუსების მშენებლობა თბილისთან ერთად სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს ასევე საშუალება ექნებათ, რომ სოფლებში ფართები თავად მოიძიონ, რის შემდეგაც საჭირო თანხას სახელმწიფო გამოუყოფს. მათ გარდა, ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელ ბინებს კიდევ 40 000-მდე ოჯახი ელოდება.