ბინათმესაკუთრეთა დაფინანსების პრობლემები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტში, რომელიც თბილისში 2007 წლიდან მოქმედებს, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

პროექტი გამგეობებისა და მობინადრეთა თანადაფინანსებით საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების გამაგრების, გადახურვის, სადარბაზოების სარემონტო და სხვა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.

მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში სამუშაოების შესყიდვა, შესაძლოა, ტენდერების საშუალებით მოხდეს, რაც თანხების დაზოგვასთან ერთად, მათი განკარგვის გამჭვირვალობასაც გაზრდის.

რას ფიქრობენ დაგეგმილ სიახლეზე ამხანაგობების თავმჯდომარეები და  მოქალაქეები – გვანცა გავაშელის სიუჟეტი.