ბეთჰოვენის საიუბილეო საღამო

22 თებერვალს თბილისში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილისადმი მიძრღვნილი კონცერტი გაიმართება.

გენიალური კომპოზიტორის ნაწარმოებებს მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გიორგი გიგაშვილი შეასრულებს. სხვადასხვა საერთაშორისო კონსურსებისა და პრემიების ლაურეატი ქართველი პიანისტი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება. კონცერზტე იგეგმება პრემიერაც. საქართველოში პირველად შესრულდება არნოლდ შონბერგის კანტატა „გადარჩენილი ვარშავიდან,“ რომელიც  კომპოზიტორმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა.