თეთრი ხმაურის დამფუძნებელს, ბექა წიქარიშვილს საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ დააკავეს.
სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა. თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თეონა ხუბულავა ჩაგვერთვება სასამართლოდან.