საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ოდენობის ნარკოტიკის ფლობა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

მოხმარებისა და რეალიზაციისთვის გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების საქმეზე გასამართლებულ პირებს, ამ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოებში განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნის უფლება აქვთ.

 

დატოვე კომენტარი