შსს-მ მესტიიდან 148 ე.წ. მაინერი ამოიღო

15:07, 04.06.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს. კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები ექვს სხვადასხვა ლოკაციაზეა აღმოჩენილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.  დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი