ბექა ნაცვლიშვილის განცხადება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, პროგრამის წარმოდგენა დააგვიანა, ასევე ვერ აიღო პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის მიზანმიმართულ განვითარებაზე და ეს პასუხისმგებლობა ისევ ბანკებს გადააბარა. ნაცვლიშვილის აზრით, მთავრობას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო განვითარების ბანკი უნდა შეექმნა და ანტიკრიზისულ გეგმაში საუბარი უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელ მრეწველობაზე, აგროსასურსათო ბაზარზე, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების ურთიერთკავშირზე. „მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას ჰგავს, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობისთვის არაფერს არ მოიტანს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.