ბრიფინგი „ლეიბორისტულ პარტიაში“

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, 18-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით,  კორონავირუსთან ბრძოლის არსებული სტრატეგია არათანმიმდევრული და საზიანოა, ამიტომ ის მთავრობას მის მიერ წარმოდგენილი გეგმის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.  აღნიშნული მოთხოვნების მხარდასაჭერად „ლეიბორისტული პარტია“ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.