ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ქმედებების საქმეზე დაკავებული ორი პირის ადვოკატების განცხადებით, მათ წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანია გრძელდება.
ისინი იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გამოაქვეყნა. მათი თქმით, სასამართლოს განცხადებაში საქმე მოხსენიებულია როგორც თევდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმე, რაშიც მათი თქმით მადი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან ბრალდებულები. ბექა ბასილაიას განმარტებით, აღნიშნულით საქალაქო სასამართლო ხელისუფლების მიერ დაწყებულ პროპაგანდას აგრძელებს.