ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი მოძრაობა „დროას“ და პარტია „ლელოს“ განცხადებებს. საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ცესკო-ს წინააღმდეგ ცრუ და გადაუმოწმებელი ბრალდებები ვრცელდება და ეს დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია. ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საოლქო კომისიის წევრები კანონის სრული დაცვით აირჩიეს, სტრუქტურული ცვლილებები კი, ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელდა და ცესკო-ს მდივნის უფლებამოსილება არ გაზრდილა. საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სიცრუეა ცესკო-ს ხელმძღვანელი პირების ხელფასის ზრდის შესახებ ბრალდებებიც.

მოამბე