ხმაური ისნის საოლქო კომისიასთან

ხმაურია ისნის საარჩევნო საოლქო კომისიასთან.

ოპოზიცია რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვს. ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, კონკრეტულ უბნებზე ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა, რის გამოც მიღებული შედეგები ამომრჩევლების ნებას არ ასახავს და მონაცემები გაყალბებულია. სიტუაცია შენობიდან ერთ-ერთი დამკვირვებლის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. დამკვირვებელი მექანიკურ გადაცდომაზე საუბრობს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არ იზიარებენ. ისანში ოპოზიციის სახელით კენჭს ბესიკ დონაძე იყრიდა. ცესკო-ს შედეგების მიხედვით, ამ ოლქში 40%-იანი ბარიერი მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ლაბუჩიძემ გადალახა.