ბელარუსისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დღეს ბიზნესსექტორს შეხვდებიან.
ღონისძიებას 60-მდე კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრება. შეხვედრა ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანი, ქვეყნებს შორის სამომავლო ბიზნესკავშირების მხარდაჭერაა.
საქართველო-ბელარუსის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უკვე განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების შესახებ.