„ასე არ არის, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ პოეტების ქვეყანა, გერმანიაშიც ძალიან ძალიან ბევრი პოეტია… თუმცა მაინც მგონია, რომ მასობრივი ინტერესი პოეზიის მიმართ ყოველთვის დაბალი იყო, პოეზია ყოველთვის და ყველგან გარკვეული წრის, თუ ფენის, თუ გარკვეული კატეგორიის ადამიანების სულის მდგომარეობა და ინტერესის საგანი იყო… ყველა გამომცემლობას აქვს თავისი მოვალეობა, სახელმწიფოც თვლის თავის მოვალეობად, რომ გადაარჩინოს და გაუფრთხილდეს ლიტერატურის იმ ჟანრს, რასაც ჰქვია პოეზია, ლირიკა.“ 04:58
„სხვათა შორის, თანამედროვე ავტორის თარგმნა ძალიან რთულია, უფრო მარტივია კლასიკის თარგმნა, კლასიკა არის შეფასებული, იგივე რილკეს როცა თარგმნი, შენ შიშველი რილკე არ გეძლევა, გეძლევა მასზე უამრავი ინტერპრეტაცია, უამრავი მასალა. და მკითხველმა უკვე იცის, მას შენ ვის სთავაზობ…“ 14:40
„ქართული პოეზია ძალიან ჰგავს, როგორც წერდა რილკე, ან როგორც წერდა გოეთე, უხეშად რომ შევადაროთ. აი, როგორც თანამედროვე გერმანელი ავტორები წერენ, ქართულ პოეზიაში ეს ხაზი, ეს მიმართულება არის ძალიან უცნობი.“ 15:40