ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა

ევროკავშირის ვერდიქტი 24 ივნისს გახდება ცნობილი, ევროკავშირის სამიტიდან რამდენიმე დღეში კი, მსოფლიო კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელის. მადრიდის სამიტზე, რომელიც 29-30 ივნისს გაიმართება, ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ პროცესს აფერხებს, თურქეთია, თუმცა, მისი თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე ქვეყანა ნატო-ში სწორედ მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღონ.

ფინეთის მეზობელი რუსეთის როლი და პროცესები, რომლებიც ნატო-ს გაფართოების შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს, – ამ თემებზე მოამბის კითხვებს შვედური წარმოშობის ფინელი ვეტერანი დიპლომატი და პოლიტიკური ექსპერტი რენე ნიბერგი პასუხობს.

მის ინტერვიუს გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე შემოგთავაზებთ ჰელსინკიდან.

დატოვე კომენტარი