ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება

12:16, 15.11.2026

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამმხრივი შეხვედრებისა და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შემდგომი მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკა რუსეთთან, უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციებს განაგრძობს. ჯარედ კუშნერის თქმით, ამ ეტაპზე ყურადღება მოსკოვსა და ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობასა და სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის მომზადებაზეა გამახვილებული. მისი განცხადებით, გამართული დისკუსიების შედეგად რამდენიმე ახალი იდეა გამოიკვეთა, რომელთა განხილვაც უკვე მიმდინარეობს. კუშნერის თქმით, ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, უშუალოდ მოლაპარაკებებში გარღვევა გამოიწვიოს, სხვები კი – ახალ წინადადებებად ჩამოყალიბდეს და მხარეებს შორის დარჩენილი უთანხმოების შემცირებას შეუწყოს ხელი.

მსგავსი