პრეზიდენტის სადავო განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული ახალი ამბების არხისთვის მიცემული ინტერვიუს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

მთავრობის შემდეგ ჩინეთის ელჩთან განმარტების გაკეთება პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მოუხდა, – თუმცა, ოთხი დღის შემდეგ. სახელმწიფოს მეთაურის პოზიციით, რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების გასამართლების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს მას მხოლოდ ვლადიმერ პუტინი ჰყავდა მხედველობაში. განმარტების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის ბოლო ინტერვიუმ სახელისუფლებო შტოებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების ფონზე პრეზიდენტის განცხადება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დაზიანების მორიგ მცდელობად ფასდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ კონტექსტში მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს ძველ განცხადებებსაც ახსენებს.