ინტერვიუ ტოივო კლაართან

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, იყოს მედიატორი რეგიონში მეზობელ ქვეყნებს შორის – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარმა „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ ერთად მუშაობა შეძლოს და ამ თვალსაზრისით საქართველოს განზრახვა, შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის ხიდის როლი, ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზეც და მის უნიკალურობასა და შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი. ტოივო კლაარმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზისით სიტუაცია უფრო გართულდა და ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა თავიდან იქნას არიდებული ყველა პოტენციური საფრთხე.