ბათუმი მოსამართლეებისა და ჟურნალისტებისთვის ტრენინგს მასპინძლობს. სემინარი საავტორო უფლებათა ასოციაციისა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის” მიერ, ასევე ამერიკის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.
დამსწრეებს შესაძლებლობა აქვთ, შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან სპეციალურად მოწვეულ მოსამართლეებს მოუსმინონ. მონაწილეები დეტალურად ეცნობიან როგორც საავტორო უფლებების შესახებ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე, იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, ინტელექტუალური საკუთრების საკითხების სასამართლოს მიერ გადაწყვეტის გზებისა და მედიის მიერ გაშუქების მსოფლიო სტანდარტების შესახებ.