მსჯელობა საავტორო უფლებების შესახებ

საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის რეფორმის შესახებ, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორთა მიზანია, კოლექტიურ საფუძველზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა საქართველოში და შესაბამისი კანონმდებლობის რედაქტირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლები, საქპატენტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი პირები, ასევე USAID-ის და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის წარმომადგენლები.