საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება

პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელი.

მინდია დავითაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ხელოვნური მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისადმი შრომის უფლების დარღვევის მოტივი იყო. დავითაძის თქმით, საქპატენტში შემოწმება შრომის ინსპექციის სამსახურმა ჩაატარა, რომელმაც საქპატენტს ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება დააკისრა. თანამდებობიდან კი ის ყოფილ თანამშრომელთან სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებამდე გაათავისუფლეს. საქპატენტის თავმჯდომარედ დავითაძე 2020 წლის თებერვალში, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დანიშნა. მინდია დავითაძის განცხადებას, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსი გამოეხმაურება, რომელთან მიმართებაშიც შრომის ინსპექციამ უფლებების დაღვევა დაადგინა. ირაკლი კასრაძის განცხადებით, მან სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვა, დავითაძეს კი უნდა თავი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოაჩინოს. საკითხზე არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარის გათავისუფლებაზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც.

დატოვე კომენტარი