შეხვედრა ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე მიუნხენში ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს შეხვდა. ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. აღინიშნა, რომ „ვალიდაციის შეთანხმება ორმხრივად სასარგებლოა, რადგან ევროპულ საპატენტო სივრცეს საქართველოს სახით ემატება 45-ე ქვეყანა – რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკით, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის თანამედროვე და ეფექტიანი სისტემა გააჩნია. თავის მხრივ, საქართველოსთვის კი რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ერთი თვის წინ მიენიჭა, ვალიდაციის ძალაში შესვლა ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.