30 წელი „საქპატენტის“ დაარსებიდან

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წელი გავიდა.

იუბილესთან დაკავშირებით, „საქპატენტის“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით, „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“ გაიმართა. კონფერენციის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა განიხილეს ეროვნული ინოვაციური სისტემის განვითარებაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ჩართულობის მნიშვნელობა, ასევე ყურადღება გამახვილდა ბიზნესის დამატებითი მომსახურებებით უზრუნველყოფისა და საინოვაციო საქმიანობის მხარდაჭერის საკითხებზე. კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.