ბალტიისპირეთში რეგიონული კავშირების გაძლიერების მიზნით, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მთავრობების ხელმძღვანელები ტალინში შეიკრიბნენ. რეგიონულ სამიტზე სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა უსაფრთხოების სფერშო არსებულ გამოწვევებზე და მათ პრევენციაზე ისაუბრეს. ბალტიის სამიტზე საუბარი შეეხო ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.