აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხარდამჭერი განცხადება

სტოკჰოლმამდე საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ლატვიის დედაქალაქი იყო.

საქართველომ ნატოს რიგის მინისტერიალზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო. ალიანსის წევრი ქვეყნების პირველ დიპლომატთა ნაწილმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატოს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში განსკაუთრებით საინტერესო იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. ქართული მხარე ნატოს 2022 წლის მადრიდის სამიტზეც მიიწვიეს. სწორედ სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო ქართული დელეგაციის დღის წესრიგის მთავარი თემა. რიგის მინისტერიალმა რუსეთის პრეზიდენტის გამაფრთხილებელი გზავნილების ფონზე ჩაიარა.

ნატოს გაფართოების საწინააღმდეგო განცხადებებს ალიანსის გენერალური მდივნის საკმაოდ მწვავე და მკაფიო პასუხი მოჰყვა.