ნატოს საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტერიალი 

საქართველო ახსენეს დღეს რიგაში.

ლატვიის დედაქალაქში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და სამომავლო კონცეფციაზე მსჯელობენ. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებია. ნატომ სტრატეგიული კონცეფციის ადაპტაცია უნდა მოახდინოს – ასეთია გენერალური მდივნის გზავნილი. იენს სტოლტენბერგის მიერ პრიორიტეტებად დასახელებულ ხუთ მიმართულებას შორის არის

პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის განმტკიცება. ეს თემა განიხილეს რიგის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებმაც, სადაც ლიეტუვის ყოფილმა პირველმა დიპლომატმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში პირდაპირ თქვა, რომ 2008 წელს საქართველოსთვის მაპის არ მიცემა შეცდომა იყო.