ბალავაძის სახელობის ტურნირი

თბილისის სპორტის ახალმა სასახლემ, გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლა. 10-10 წონით კატეგორიაში, 18 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მედლები გათამაშდა თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 28 მედალი დააგროვა. აქედან 7 ოქრო, 6 – ვერცხლი და 15 – ბრინჯაო. ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ქართველი სპორტსმენებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო.

კონტინენტის პირველობა 14-22 სექტემბერს ყაზახეთში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები.