„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ბაღდათის რაიონში მარწყვის ბაღი გაშენდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 90 ათას ლარზე მეტი შეადგინა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ფერმერის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა.