აგროპროექტი ფერმერებისთვის -  „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, 600 ერთეული სკა შეიძინა

„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში,აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, 600 ერთეული სკა შეიძინა. მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონში მდებარეობს. ინვენტარის შესაძენად, 90 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 35 ათასზე მეტი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო.

მინდია ქავთარაძე კოოპერატივის „თაფლი საჩინო“ წევრია, რომელსაც 2017 წელს, წყალდიდობამ მეფუტკრეობის ინვენტარი თითქმის სრულად გაუნადგურა.