საოკუპაციო ხაზთან, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

15:59, 19.01.2018

საოკუპაციო ხაზთან, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა. პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ამირან ხოდელმა 12 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღი გააშენა.

ბაღი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მდებარეობს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამირან ხოდელის ვაშლის ბაღი დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო.

 

მსგავსი