ბაღდათის მუნიციპალიტეტში მძღოლები გაიფიცნენ.
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრთა მომსახურებაზე უარს ამბობენ. მძღოლები ერთმანეთს სვლა-გეზის გრაფიკის დარღვევაში და ერთმანეთისთვის ხელისშეშლაში ადანაშაულებენ.
გაფიცულები დღეს დაკითხვაზე ბაღდათის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ, რადგან არსებული ინფორმაციით, მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ბაღდათის მერიაში კი აცხადებენ, რომ ისინი კერძო დავაში ვერ ჩაერევიან.