თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც სერგო თეთრაძის საქმეზეა მსჯავრდებული, საქმეს სტრასბურგში გასააჩივრებს. ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.
დაცვის მხარე განმარტავს, რომ საქართველოში საქმის განხილვა დარღვევების ფონზე წარიმართა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ორი ინსტანციის მიერ ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა.