მიწისძვრა მოხდა გუშინ ღამით აზერბაიჯანის საზღვართან.
ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში იყო. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6. მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით, 22 საათსა 40 წუთზე დაფიქსირდა და მოსახლეობამაც იგრძნო.
აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მათი ინფორმაციით, ეპიცენტრი ზაქათალის რაიონი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგები თითქმის მთელ ქვეყანაში იგრძნეს. აზერბაიჯანულ მედიაში ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ძლიერი ბიძგები იგრძნეს სომხეთშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტავუშის პროვინციაში მიწისძვრის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას მიაღწია.