საქართველო-სომხეთის საზღვართან დღეს მიწისძვრა მოხდა
საქართველო-სომხეთის საზღვართან დღეს მიწისძვრა მოხდა

საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს დღეს დილით მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 07:58 საათზე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ.-ში 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ამასთან, მიწისძვრა მოხდა 5 ივნისსაც. თბილისის დროით 22:40 საათზე აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ.-ში 5.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც შეიგრძნო.