კორონავირუსის პანდემიის გამო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
გაფართოვდა იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ. 100-ის ნაცვლად მთავრობა 200-ზე მეტ მიმართულებას დაეხმარება. იგულისხმება სესხების სუბსიდირება, ასევე კრედიტის აღების დროს სახელმწიფოს მხრიდან საგარანტიო ბერკეტების შეთავაზება.