17 ივნისიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი სამი საათით გაიზრდება. კერძოდ, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე. ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი. გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის საავტომობილო გზაზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.