25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე, მიკროავტობუსის მგზავრებმა ადგილობრივსგან თაფლი შეიძინეს. სწორედ ეს ადამიანი მივიდა ერთ-ერთი პირველი შემთხვევის ადგილზე. მას ნოდარ ჩაჩუა ელაპარაკა.