როგორ აპირებს ხელისუფლება ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზის – ავტომობილების მავნე გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარებას? სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან შვიდი თვის თავზე ხელისუფლების წარმომადგენლები სპეციალისტებთან ერთად რეგულაციების აღსრულების ხარვეზებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, რეგულაციების გამკაცრება უახლოეს წლებში იგეგმება.