თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. რვა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შვიდი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა ერთმანეთს, სამი ავტობუსი და სატვირთო მანქანა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოკატასტროფის მიზეზი ნისლი და მისგან გამოწვეული დაბალი ხილვადობა იყო.