ავსტრალიის ჩრდილოეთით, წყალდიდობამ 200-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა
ავსტრალიის ჩრდილოეთით, ქუინსლენდში წყალდიდობამ 200-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. ძლიერმა წვიმამ მდინარე ჰერბერტის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.
სტიქიის ზონიდან მოსახლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა, თუმცა რამდენიმე პატარა ქალაქის ინფრასტრუქტურა წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა.