ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება.

დამწვარი და განადგურებული ტერიტორიების და ფერფლად ქცეული საცხოვრებელი სახლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ფართოვდება სტიქიის არეალიც. ტყის ხანძარმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სტიქიამ 10 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაწვა. დაღუპულია 25 ადამიანი. ცეცხლმა  მილიონობით ცხოველი შეიწირა. ავსტრალიის დასახმარებლად შექმნილი სოციალური ფონდის საშუალებით ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 30 მილიონ დოლარზე მეტი მოგროვდა. პარალელურად ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური არმიასთან ერთად ყველაზე რთული კერების ლოკალიზებას ცდილობს.