ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალია ცეცხლის ალშია გახვეული.

მასშტაბური ხანძრები ერთ მილიონ ჰექტარზეა მოდებული. საფრთხე ემუქრება სიდნეისაც. ორ შტატში საგანგებო მდგომაროებაა. არის მსხვერპლი. დანგრეულია სახლები. მთავრობის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ აფრთხილებენ.

ეკო აქტივისტები მასშტაბური სტიქიის მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებენ.