ალმოდებული „მწვანე კონტინენტი“

ირანთან ერთად მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ავსტრალია.

„მწვანე კონტინენტი“ კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძრების ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ჰაერის ხარისხის გაურესების გამო შესაძლოა საფრთხე შეექმნას ავსტრალიის ღია პირველობას ჩოგბურთში, რომელიც ხვალ უნდა დაიწყოს. ცეცხლმა უკვე 11 მილიონი ჰექტარი ფართობი გაანადგურა, რაც შედარებისთვის მთელი შოტლანდიის ფართობის ტოლფასია. დამწვარია რამდენიმე ეროვნული პარკი და კენგურუს კუნძული, სადაც უნიკალური ცხოველები ბინადრობენ, ფერფლად იქცა ათეულობით საცხოვრებელი სახლი. სპეციალისტები კონტინენტის ეკოსისტემის გამოუსწორებელ ზიანს პროგნოზირებენ.

„მოამბე“ დღეს სიდნეის უნივერსიტეტს დაუკავშირდა.

დატოვე კომენტარი