აშშ-ის, ბრიტანეთის და ავსტრალიის უსაფრთხოების შეთანხმება 

მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დღეს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაა.

მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ პირველად აშშ ბირთვულ ტექნოლოგიებს სხვა ქვეყანასაც გაუზიარებს.

ავსტრალიასთან და დიდ ბრიტანეთთან ამერიკის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეფასდა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეს არის თავდაცვის სფეროში სამ ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორობა, რომელიც ბირთვულ ტექნოლოგიებთან ერთად ხელოვნურ ინტელექტსაც მოიცავს.

უმწვავესია ოფიციალური პეკინის რეაქცია. ბირთვულ პაქტს ჩინეთი ცივი ომის მოძველებულ მენტალიტეტად და ვიწრო გეოპოლიტიკურ ხედვებად აფასებს. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბრიუსელისთვისაც.

რატომ აქტიურდება აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი ინდოეთ-წყნარი ოკეანის ზონაში და როგორ აისახება ვაშინგტონის ნაბიჯი რეგიონულ ძალთა ბალანსზე – გივი ბარამიძე დეტალებით.